ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი ავტორიტეტის დაზიანებაა, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, განხეთქილების შექმნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს. ასე რომ, ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი, დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი. შედეგი რომ არ ექნება, თვითონაც იციან, მაგრამ თვითონ პროცესი რომ ნეგატივის ფონზე წარმართონ, მიაჩნიათ, რომ ეს უკვე გარკვეული შედეგია. ბუნებრივია, მეუფე შიოზე თავდასხმებიც ახლა გაძლიერდება, რადგან შეიძლება, ერთ-ერთი კანდიდატი იყოს პატრიარქობის ტახტზე. ყველაზე, ვისაც ასეთი პერსპექტივა ექნება, შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

