ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახურში განუცხადეს უცხოელი ტურისტი მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპული უცხოელი ტურისტია. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის მყინვარწვერზე სავარაუდოდ, 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები“. -აცხადებენ უწყებაში.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

იტვირთბა....