X ფაქტორის კონკურსში დაძაბულობა პიკს აღწევს. ერთ-ერთი მენტორის, სოფო ნიჟარაძის და კონკურსანტ ცირა კობიაშვილის კონფლიქტი მაყურებლისთვის აშკარაა. სოფო ნიჟარაძემ უკვე მერამდენედ, ცირა კობიაშვილი მილიონობით მაყურებლის თვალწინ არ დაინდო.
X ფაქტორის წინა ლაივზე, აუტსაიდერებში მოხვედრილ ცირას სოფომ ხმაც არ მისცა.
გიორგი გაბუნია: „სოფოს კონკურსანტების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს. მაყურებელი ამჩნევს, რომ სოფოს ცირა მაინცდამაინც გულზე არ ეხატება“.
ცირა კობიაშვილი: „მხოლოდ სოფოს აქვს ჩემს მიმართ ასეთი საზიზღარი დამოკიდებულება. შეიძლება ჩემი ეშინია და იმიტომ ვძულვარ, არ ვიცი.. ალბათ, მას თავად აქვს ჩემთან რაიმე პიროვნული დისკომფორტი. არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა… ალბათ, უბრალოდ, არ მოვწონვარ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ამის მიზეზს და ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“.
ცირა კობიაშვილმა სოფო ნიჟარაძის მიმართ სოციალურ ქსელში პოსტიც კი გამოაქვეყნა: „სოფო ნიჟარაძის საქციელი იყო მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე!“