ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსახლეობის 66,4 % ლგბტ ადამიანების შეკრების შეზღუდვის მომხრეა

 

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სქესი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი გავლენას ახდენს ჰომოფობიურ განწყობებზე. კვლევის მიხედვით, თბილისში უფრო ნაკლებად ჰომოფობიური განწყობაა, ვიდრე სოფლის, ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ გამოკითხულებს შორის.

საქართველოში გამოკითხულთა 66,4% თანახმაა, რომ ლგბტ ადამიანებს შეკრების და გამოხატვის უფლება შეეზღუდოს.

დებულებას, ლგბტ ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ ქუჩებში მსვლელობების მოწყობა, სრულიად ეთანხმება 66,4%, ნახწილობრივ 14,1%, ნეიტრალურადაა განწყობილი 4,3%, არ ეთანხმება 5,5%, ხოლო ამ უფლებების შეზღუდვის სრულიად წინააღმდეგია 9,6%.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 3 წლიანი პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ჰომოფობიური განწყობების გაქრობას, მოქალაქეების ცნობიერების ამაღელბასა და ლგბტ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2,000-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.

 

იტვირთბა....