ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

Reuters-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ქვეყნების ლიდერების დონეზე წარიმართება.

„უკრაინელები სერიოზულად ეკიდებიან მოლაპარაკებებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საუბარი აუცილებელია, უმჯობესია – ლიდერების დონეზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს საომარი მოქმედებების ულტიმატუმის გზით გადაჭრა სურს, რათა უკრაინამ ცალმხრივად გაიყვანოს შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აკონტროლებს.

იტვირთბა....