ბიძინა ივანიშვილი მზად არის „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობის შემდეგ განაცხადა. ივანიშვილმა პირველ არხზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სალომე ასათიანის შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, მივა „რუსთავი2“-შიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ბოლო წერილში დასმულ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცემა.
„მე მზად ვარ შევხდე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, „რუსთავი2“-ის და ასევე „ტაბულას““, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.