საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;-ამ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის შესაბამისად, ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს, ძალაში შევიდა.
”დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;
მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს – ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება; აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები.
კერძოდ: დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება
კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3288317