ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

რა თქვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედამ, რომელმაც სოცქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია (ვიდეო)

„რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ ბინაში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

დოლიძის განმარტებით, მის შვილს ნათია გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას.

მანანა დოლიძე არ უარყოფს, რომ ბინა რამდენიმე წლის წინ გაქირავებული ჰქონდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ნათია გუჯაბიძის საკითხს ორი წლის წინ იუსტიციის საბჭო იხილავდა.  საქმე ეხება სახელმწიფო თანხების მითვისებას. „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსამართლე თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, არ სურს „რუსთავი 2“-ის საქმე თაღლითობაში ეჭვმიტანილმა მოსამართლემ აწარმოოს.

https://www.youtube.com/watch?v=LK5c7iiatow

 

იტვირთბა....