ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება: „მოსამართლე თაღლითობაშია ეჭვმიტანილი“

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე, თაღლითობაშია ეჭვმიტანილი:

„რამდენიმე საათის წინ მნიშვნელოვანი გარემოება გავიგეთ-მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობის მუხლით იდევნება პროკურატურისგან.

საქმე იმაშია, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახსრები სახელმწიფოსგან იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი. ეს  მიღებული პრაქტიკაა. თუმცა აღომოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და  ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა, შესაბამისად, თანხას უკანონოდ ითვისებდა. ეს გახდა იუსტიციის მაშინდელი საბჭოსთვის ცნობილი, საბჭოს ხელმძღვანელმა,  კუბლაშვილმა მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახლადდანიშნულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე წულუკიანის გუნდთან ასოცირდებოდა. არათუ პროკურატურაში არ გააგზავნეს, სადისციპლინო დევნის ნაწილშიც უარი ითქვა. ნათია გუჯაბიძეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს, რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად მინიმუმ ცრუობდა, სამართლებრივი ენით კი-თაღლითობდა.

ჩვენი ინფორმაციით პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და გუჯაბიძეზე მიმდინარეობს ზეწოლა. მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა, რადგან საზ, ინეტრესი ძალიან მაღალია. „რუსთავი 2“  წინააღმდეგია მისი საქმე თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ გაანიხილოს. ის განსაკუთრებულად მოწყვლადია პროკურატურის მიმართ, ისევე როგორც ეს ხდებოდა მოსამართლე ურთმელიძის შემთხვევაში. გვსურს გასაჯაროვდეს ეს საქმე. ასევე სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი. თუ ამას არ გააკეთებს სადისციპლინო საბჭო, გუჯაბიძემ თავად გააკეთოს განმარტება, რაზე მიიღო ეს ბარათი და წაგვიკითხოს მისი შინაარსი.

ის მინიმუმ თაღლითობაშია შემჩნეული, მაქსიმუმ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს და პროკურატურას მიბმული ჰყავს . „-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, რომელზეც მისი ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებას ითხოვს. საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძეა.

 

იტვირთბა....