ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„ქიბარ ხალვაშს ტელევიზია წაართვეს“

 

„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშს ტელევიზია წაართვეს:

“რუსთავი-2”-ის პოლიტიკა მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და ის წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” საკუთრებას. ბუნებრივია, კრიტიკა, რომელიც მათი მხრიდან ისმის, გარკვეულ ზიანს აყენებს ხელისუფლებას. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგის გაზრდაზე ვერანაირად ვერ მუშაობს.

ვფიქრობ, თავის დროზე ქიბარ ხალვაშს ტელევიზია წაართვეს. იმიტომ, რომ როდესაც იგი მივიდა ტელევიზიაში, მაშინდელი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი ამერიკაში წავიდა, იქ ბინები შეიძინა და ყველამ იცოდა, რომ მისთვის ფული გადახდილი იყო. ქიბარ ხალვაშს კი ყველაფერი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. ეჭვი მეპარება, რომ მისთვის ფული გადაეხადათ. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის მერე ორჯერ თუ სამჯერ გაყიდეს ტელევიზია. ესეც მიუთითებს, რომ რაღაც კვალის დაფარვა უნდოდათ. იქამდე კი საერთოდ გასაიდუმლოებული იყო, ვინ იყვნენ მისი მესაკუთრეები.“

„რუსთავი 2“-ის სასამრთლო პროცესი სწორედ ქიბარ ხალვაშს უკავშირდება. ყოფილ მფლობელს ტელევიზიის დაბრუნება სურს.

იტვირთბა....