“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი მუქარასა და შანტაჟზე კიდევ ერთხელ სუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მისი ახლობლების მიმართ დაიწყო შანტაჟი – “ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ამის გამო ჩემს ირგვლივ, როგორ აშანტაჟებენ ჩემს ახლობლებს? აცხადებს ახვლედიანი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში. მისივე თქმით, სუს-ი მის ახლობლებს ურჩევს მასთან ურთიერთობის შესყვეტას. ახვლედიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე წინასაარჩევნო ვითარებაა და კიდევ უფრო დამძიმდება. მისივე თქმით, “განგაშის ზარი” უნდა შემოვკრათ.