ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნულოვანი ტოლერანტობა და ასეთი რაღაცები საქართველოში აღარ იქნება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორცხელის ინციდენტზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს პრეცედენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს:

„არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე. ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მკაცრი რეაგირება, რაც კი შეგვეძლო, გაგვეკეთებინა. გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, დააკავეთ, დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა – ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სპორტსმენების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და პროვოკაციაზე წამოაგეს.

იტვირთბა....