დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის თემა ხელისუფლების საქმე არ არის, თუმცა, სწორედ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამართლებდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას:
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, როცა ყოფილი და დღევანდელი მფლობელები კამათობენ თავისუფალ სასამართლოში წილების გადასანაწილებლად, ეს არ არის ხელისუფლების საქმე და ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც ამართლებდა „იმედში“ პოლიციის, სპეცნაზმების შეჭრას, დარბევას, ჟურნალისტების ცემას, ეს არის ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული დოკუმენტური ფილმებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, ბადრი პატარკაციშვილზე, „რუსთავი 2“- ზე , აბსოლუტურად, დემოკრატიისთვის მიუღებელი განცხადებებით“.-აცხადებს სუბარი.