დასავლეთ გერმანიაში, კიოლნი-ბონის აეროპორტი საგანგებო ვითარების გამო დროებით დაიხურა.
გერმანული წყაროს ინფორმაციით, უსაფრთხოების კონტროლის გვერდის ავლით უცნობი პიროვნება აეროპორტში შეიჭრა. აეროპორტში განგაში გამოცხადდა, ყველა რეისი გაუქმდა და მგზავრთა ევაკუაცია დაიწყო.
პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.