ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები“

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში განმარტავს რა რეფორმები გატარდა ხელისუფლებაში მოსვლიდან  ოთხი წლის მანძილზე სასამართლოსა და პოლიციურ სისტემაში:

 

„მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.

მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.“

იტვირთბა....