საზოგადოება

“თქვენ გარეწარი შვილი გყავთ – ვინ კი არა, რა გაზარდეთ?, ან რად გაზარდეთ?” – მიმართვა ნანა ალექსანდრიას

პროფესორი ზაზა სიამაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიგა ბოკერიას დედას, მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიას მიმართავს.

“ვიდრე კოლეგები ვიყავით, პატივს ვცემდი ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, ვისთანაც ერთად მოვედი სასახლეში. ახლა, რადგან აღარ ვარ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომელი, უფრო თავისუფლად ვწერ.

თქვენ გარეწარი შვილი გყავთ, კიდევ უფრო უარესი რძალი და მაეჭვებს თქვენი, როგორც დედის, წილი სისხლზე გაწვრთნილი და დაგეშილი ჯალათის აღზრდაში….

თუ თქვენ აღზარდეთ, მაშინ თანავუგრძნობ ყველას, ვინც თქვენთან დადის ჭადრაკში დასაოსტატებლად….

მაინტერესებს რას ფიქრობთ, როდესაც ღამე დასაძინებლად მიდიხართ, – ვინ კი არა, რა გაზარდეთ?, ან რად გაზარდეთ?

თქვენ ხომ იცით (უკვე წინსწრებით!) რომ ასეთი შვილის დედობას ყველაზე უარესი სჯობს. არ იცით?! კიდევ უარესი! განათლება მიეცით?! ისევ და ისევ – სჯობდა სულაც გაუნათლებელი დარჩენილიყო.

გიყურებდით, როგორი ,,აღშფოთებული და შეწუხებული” მიქროლდით შვილი რომ გაგილახეს, როგორ აკადრეს, როგორ შეჰბედეს. თქვენ რომ უსაფრთხოდ დადიხართ მე ეგ მაოცებს.

ფრთხილად იყავით, ნამდვილად აღარ ხართ დაცული იმდენი შხამი და ბოროტება დაუგროვა თქვენმა ძლოკვმა ხალხს გულში, გონებაში. ბევრია გამწარებული დედა, მამა, და, ძმა, შვილი. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი შხამი დიდი ,,ფუფუნებაა” და დოზირება რომ არ იცით, ეს აშკარად გეტყობათ.

თქვენს ადგილას ნამდვილად არ ვინატრებდი ყოფნას, მაგრამ გეტყვით – დროზე გაეცალეთ სასახლეს და მერე ამ ქვეყანას. ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ჩემი სახელმწიფო თქვენს დაცვას, ან რატომ უნდა დაგიცვათ???

რა დამსახურების გამო? თქვენს მედლებს და პრიალ-პრიალა ლითონებს ჩალის ფასი აქვს. ცხოვრებას კიდევ უფრო დაბალი.

იმის მაგივრად, მუხლებზე დავარდნილი პატიებას ითხოვდეთ, გაავებული სახით დადიხართ და სპორტსმენების დასჯას ითხოვთ!” აქაც კარგად იკვეთება თქვენი უ-ზნეობა და სრული გაუთვითცნობიერებლობა.

ჩემს თავზე ვბრაზდები – მგლის თავზე სახარებას ვინ კითხულობს?! წადით ჩემი ქვეყნიდან” – წერს სიამაშვილი.

იტვირთბა....