aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მცდელობას არ აღიარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკა არ აღიარებს ოკუპირებული ცხინვალის მცდელობას, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა განაცხადა.

„ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია გვაქვს: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს. ამრიგად, ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის მცდელობებს, მოიპოვოს დამოუკიდებლობა ან მოითხოვოს სუვერენიტეტი. ცალსახად არ ვუჭერთ ამას მხარს”, – აღნიშნა მარკ ტონერმა.

გუშინ, მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი ოკუპირებულ რეგიონში 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.

იტვირთბა....