ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი ხურჩის ინციდენტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

პრეზიდენტი ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს, – აღნიშნულის შესახებ,  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“უახლოეს მომავალში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხურჩაში მომხდარი შემთხვევა იქნება”, – განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

იტვირთბა....