.
სხდომაზე ერთმანეთს ოთარ ჩრდილელი, ზურაბ ზვიადაური და ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ. ზვიადაურს, რომელსაც სხდომა დაატოვებინეს, „ნაციონალებს“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ყველაფერი ზაზა პაპუაშვილის ინიციატივით დაიწყო. მან დეპუტატებს თხოვა ფეხზე ადგომით პატივი ეცათ 2011 წლის 26 მაისის აქციაზე დაღუპული ადამიანებისათვის. უმცირესობის წარმოამდგენლები ფეხზე არ წამოდგნენ, რა დროსაც დარბაზში ხმა გაისმა – “მკვლელები ფეხზე არ დგებიან”. ამ ფრაზას სერიოზული შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რომელიც, როგორც გაირკვა, შენობის გარეთაც გაგრძელდა.