აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ომის ესკალაცია მოხდეს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მომავალ დღეებში შესაძლოა,  ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაცია მოხდეს.

„მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ მომავალ დღეებში სტაბილიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, შეიძლება ესკალაცია მოხდეს“, – განაცხადა ტუსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ  ტუსკმა განმარტა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საწვავის ფასების შესამცირებლად. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დაწყებიდანვე საწვავის საერთაშორისო ბაზრები მძიმე მდგომარეობაშია .

„გადავწყვიტეთ, სწრაფად ვიმოქმედოთ. მთავრობა ელოდება სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას საწვავის ბაზარზე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

იტვირთბა....