ჯანდაცვა

მოდელი თამუნა ვაშალომიძე თავისი დიეტის საიდუმლოს ამხელს: – “ჭამეთ ღამითაც და დაიკელით 9 კგ”

მოდელი თამუნა ვაშალომიძე  ჟურნალ “რეიტინგს” საკუთარ დიეტას უმხელს, რომლის მიხედვითაც ღამე ჭამის შემთხვევაშიც, თურმე, შესაძლებელია წონაში დაიკლოთ.

 

ხანგრძლივობა: 1 თვე

დაიკლებთ: 8-9 კილოს

 

(დიეტის შეწყვეტის შემდეგ შეძლებთ წონის შენარჩუნებას)

 

დილის 11 სთ:

  1. წიწიბურა (120 გრამი)
  2. ბრინჯი (120 გრამი)
  3. ჰერკულესი (120 გრამი)

 

აირჩიეთ რომელიმე და არა ყველა! აგრეთვე, შეგიძლიათ დააყოლოთ მოხარშული ქათმის ფილე ან თევზი (120გრამი).

 

1 საათზე აუცილებლად ივარჯიშეთ

 

საღამოს 4სთ-ზე მიირთვით გრილზე შემწვარი ან მოხარშული საქონლის ხორცი (უმარილო) და მწვანე ბოსტნეული.

საღამოს 8სთ-ზე იმეორებთ იგივეს.

 

ღამით 11 საათზე ჭამეთ 0%-იანი ხაჭო.

 

აუცილებლად მოერიდეთ პურსა და ცომეულს, გაზიან სასმელებს, ტორტებს, ნამცხვრებს. ჩამოთვლილი საჭმელების გარდა ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სოკოს სუპი, მოხარშული კარტოფილი . დალიეთ დღეში ორ ლიტრამდე წყალი.

იტვირთბა....