ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალური“ მოძრაობის მოქმედი წევრია“

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კორცხელში „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრია.

„კორცხელის ცემა ტყეპაზე და ნებისმიერ მსგავს ინცინდენტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას ! ძალიან მარტივია ეს. თუ პროვოკაციას გეგმავდნენ ნაციონალები რას აკეთებდა პოლიცია და რატომ ვერ აღკვეთა? ასე რომ ოცნება თან საძაგლად მოიქცა ჯანიანი ტიპების იქ მობილიზებით და თან მოახერხა და წააგო. თუმცა წააგებდა აბა რას იზამდა კორცხელში ოცნების კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი წევრია. საერთო ჯამში კი ქართული ოცნება დღითი დღე სამარცხვინო ხდება და თუ ვინმე უწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას ისევ ოცნებაა. 4 წლის წინ ძალიან გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა რომ ასე დეგრადირდებოდა ოცნება და ასე წყალს გაატანდა ყველაფერს“- წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.

იტვირთბა....