ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

CNN: 9 მიზეზი რომ საქართველოს ეწვიოთ

გავლენიანი მედია CNN საქართველოს სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია ქვეყნის ტერიტორიული მდებარეობისა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების შესახებ.

CNN-ის ცნობით, პატარა  საქართველო  არამხოლოდ კულტურების გზაჯვარედინია, არამედ საუცხოო კლიმატის მქონეც.

გთავაზობთ CNN-ის ვრცელი სტატიის კომპაქტურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა ესტუმროთ, იმიტომ, რომ:

1-თბილისი ქალაქია, სადაც სხვადასხვა არქიტექტურულ და კულტურული ნიშან-თვისებებია გაერთიანებული.

2- საქართველოში ევროპის უმაღლესი სოფელი, უშგული მდებარეობს. ხოლო სვანეთი ზოგადად ცნობილია თავისი საინტერესო ტრადიციებით.

3-სანამ ვფიქრობთ, რომ პირველად ღვინო საფრანგეთში დაამზადეს, ან იტალიაში, ფაქტია, რომ საქართველო  ღვინის  ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. CNN ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირის დიქტატორი, ქართველი სტალინი უპირატესობას ხვანჭკარას ანიჭებდა.

4-საქართველო ევროპაში გამორჩეულია მისტიკური, საინტერესო გამოქვაბულებით. მათ შორის უძველესი უფლისციხეა.

5- ამ ქვეყნის გაცნობის საუკეთესო გზაა ქართულ სუფრაზე მოხვედრა. ქართული საკვები გამორჩეულია. სტატიაში აღნიშნულია ხაჭაპურისა, ხინკალის, სულგუნისა და სხვა ქართული კერძების შესახებ.

6-CNN აღნიშნავს საქართველოს მთიანი რეგიონების სილამაზის და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.

7-გორი-სტალინის ქალაქი, სადაც სტალინის უძველესი მუზეუმია წარმოდგენილი.

8-უძველესი და მშვენიერი ტაძრები- მათ შორის სვეტიცხოველი და ბაგრატის ტაძარი.

9-და ბოლოს, ხალხი, რომელიც ძალიან სტუმართმოყვარეა.

იტვირთბა....