სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზები.
„ამ საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. იკითხებიან მოწმეები და მიმდინარეობს გამოძიება 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, სოფელ კორცხელში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, მოძალადეები სპორტსმენები იყვნენ.

