საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია.
„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
შეგახსენებთ, საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.