ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძეს მიმართავს. ჟორჟოლიანი მას კორცხელში მიმდინარე მოვლენებზე გამოხმაურებას უწუნებს:
„Anna Dolidze – როდესაც რუსები თვალწინ ბიჭს მოგიკლავენ და დუმილს ამჯობინებ, შავ ფოტოსაც კი არ დააყენებ გლოვის ნიშნად, როდესაც მის მცირეცლოვან შვილებს არ მიუსამძიმრებ და ეხმაურები, სადღაც ჩატარებულ არჩევნებს. ისიც, ძალადობას კი არ გმობ, ამბობ იმას რაც შენ დაწერე ფბ-ზე, მინიმუმ შეუფერებელი ხარ დაკავებული თანამდებობისთვის! ტეხავს ანა, მაგრად ტეხავს და შენგან მიკვირს, მეჭიაურისგან არა.“-წერს ჟორჟოლიანი.
ანა დოლიძის გამოხმაურება კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შემდეგი იყო:
„კორცხელის ინციდენტზე: ბევრჯერ ვთქვი და დავწერე და კიდევ ვიტყვი – სულ ცოტა რამ უნდა იცოდე ესპანეთის, ჩილეს, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიის შესახებ რომ მიხვდე, ასეთი ამბები იქნება აქ მანამ სანამ არ იქნება სიმართლის დადგენის პროცესი.“ – წერს ანა დოლიძე.