ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოე ჟორდანიას ბიუსტი ნაპოვნია

საქართველოს დემოკრატიული მთავრობის თავჯდომარის ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი ნაპოვნია. ამის შესახებ სოციალური ქსელში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე წერს.

ბიუსტი ქართველმა მოქანდაკემ იაკობ ნოკოლაძემ 1919 წელს შექმნა.

“იაკობ ნიკოლაძემ ეს თაბაშირის ბიუსტი ცოცხალი მოდელიდან 1919 წელს შეასრულა. მას გაკეთებული აქვს მარმარილოს ქანდაკებაც, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.

როგორც ჩანს ბრინჯაოში ჩამოსხმაც იგეგმებოდა – რომელიც ჩვენ ახლა მაინც უნდა განვახორციელოთ საქართველოს დამოუკიდებლოს 100 წლისთავის წინ და საზოგადო სივრცეში სათანადო ადგილი მივუჩინოთ ნოე ჟორდანიას.

26 მაისს, 1 საათზე ყველას და პირველ რიგში მედიას გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის პრეზენტაციაზე იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ოგიუსტ როდენის ქუჩა 6.

იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი ბატონი გურამ ნიკოლაძე უფრო დეტალურად გესაუბრებათ ჟორდანიას ბიუსტთან დაკავშირებულ ისტორიებზე და სამომავლო სურვილ-გეგმებზე”. – წერს ბაქრაძე.

ნოე ჟორდანია დემოკრატიული მთავრობის თავმჯდომარე იყო, რომელმაც 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს კი, წავიდნენ საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში.

იტვირთბა....