ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

შუალედური არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

ოზურგეთის 60.01.04 ოქში არჩევნები მოიგო 64.56%-ით მოიგო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ, მას ამ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ კალანდარიშვილი უპირისპირდებოდა.

ოზურგეთის 60.05 მაშორიტარულ ოლქში 59.6%-ით გაიმარჯვა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვასილ ქათამაძემ. ამ ოლქში მას “ქართული ოცნების” კანდიდატი ნინა ტუნაძე უპირისპირდებოდა.

გლდანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბორია ფიცხელიანმა 80.69%-ით მოიგო. “ნაციონალურ მოძრაობას” ამ ოლქზე კანდიდატი არ ჰყოლია.

გარდაბანის 21.08 ოლქზე “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 67.89%, “ნაციონალურ მოძრაობას” არც აქ ჰყავდა დაყენებული თავისი კანდიდატი.

გარდაბანის 21.18 ოლქზეც “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვუგარ მამედოვმა გაიმარჯვა არჩევნებში 98.5%-ით.  აქ ქართულ ოცნებას მხოლოდ “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი უპირისპირდებოდა.

კასპში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ალექსანდრე მერებაშვილმა 65.48%-ით გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა 26.98% მიიღო.

წყალტუბოში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მურადი ზაქარიაძემ 64.31% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბუხუტი ფირცხალავამ კი – 30.89%.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ ამომრჩეველთა ხმების 49.76% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ 48.96%.

ხობის ოლქში არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კობა კაკულიამ გაიმარჯვა. მას აქ კონკურენტი არ ჰყავდა და ხმათა 100% (119 ხმა) მიიღო.

იტვირთბა....