დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა.
ამის შესახებ თავად გიორგი ლაფანაშვილმა “მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე, წლების განმავლობაში რისთვისაც ვიბრძოდით, დაპირებები რისთვისაც გავერთიანდით ”ქართულ ოცნებაში”, სამწუხაროდ, ვერ ან არ შესრულდა”. – განაცხადა ლაფანაშვილმა.