ეს სწრაფი დიეტა განკუთვნილია რძის პროდუქტების მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვისაც დიეტის გამო ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება არ სურს. ყველის დიეტა მდიდარია კალციუმით და მისი მეშვეობით კვირაში 3-7 კილოგრამის დაკლება შეიძლება. მნიშვნელოვანია, მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე როგორც ცივი, ისე ცხელი.
საუზმე:
2 ნაჭერი დაბალკალორიული პური,
2 სადილის კოვზი 5%-მდე ცხიმიანობის მქონე არაჟანი,
ცხელი სასმელი უშაქროდ და უცხიმო რძით.
მეორე საუზმე:
ვაშლი.
სასმელი უშაქროდ.
სადილი:
125 გრამი უცხიმო ხაჭო.
2 ჭიქა მოხარშული მაკარონი ნაკლებცხიმიანი არაჟნით.
შეგიძლიათ შეჭამოთ რაიმე ტკბილი ან მარილიანი.
სამხარი:
2 ცალი დაცეხვილი ბრინჯის კვერი (`ხლებცი~)
ერთი ნაჭერი საზამთრო ან ნესვი (შეგიძლიათ სეზონის შესაბამისი სხვა ხილით შეცვალოთ).
სასმელი უშაქროდ.
ვახშამი:
2 ნაჭერი დაბალკალორიული პური
1 ნაჭერი სამკუთხა გამდნარი ყველი.
1,5% ცხიმის მქონე იოგურტი,
ბოსტნეულის სალათა,
ერთი სუფრის კოვზი ქუნჯუთის თესლი (ან იმავე, 45-55 კილოკალორიის შემცველი სხვა პროდუქტი).
სასმელი უშაქროდ.
ძილის წინ:
ხილის იოგურტი
სასმელი – დღის განმალვობაში დალიეთ 0.5 ჭიქა უცხიმო რძე და 2-2,5 ლიტრი წყალი ან ბალახეულის ნაყენი უშაქროდ.
etanews.ge

