ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა.

“თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთად ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის“ მონაწილეობით.

ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში“.- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტსას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი “თავისუფალი ზონის” მიერ დადგმული სპექტაკლია.

“მე თვითონ ვნახე ის ვიდეო, რომელზეც არის საუბარი. ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. ესეც არის ერთ-ერთი სპექტაკლი. რომელიც შემოგვთავაზეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა ზონამ“.- ამბობს  კობახიძე.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “ნაციონალური მოძრაობის”  წევრებს  გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს.

იტვირთბა....