aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჟვანია პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ასეთი დაპირისპირება პროცესს აზიანებს”, – ასე გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას.

თამარ ჟვანია ყველა მხარეს მიმართავს, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„მინდა, გამოვეხმაურო ზუგდიდში კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას. ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო პროცესზე და ზოგადად პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნების შიგნით პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, რომ არჩევნები, ეს გახლავთ სამოქალაქო პროცესი და არ არის გარჩევების დღე. შესაბამისად, მინდა, მივმართო მათ, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას და საშუალება მისცენ ხალხს, რომ თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე“.- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, დღეს რამდენიმე რაიონში სკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

 

იტვირთბა....