ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წყალტუბოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

წყალტუბოში #50-ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძროაბის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგელები აცხადებდნენ, გადასატან ყუთთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, რის გამოც 83-მა ამდამიანმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა.

„ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წყალტუბოში უბნებზე ცდილობს ხელი შეუშალოს ხმის მიცემის პროცესს, ამიტომ მათ საარჩევნო უბნის ტერიტორის დატოვება სთხოვა.

 

იტვირთბა....