ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: წყალტუბოში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წყალტუბოს ოლქში, 51-ესაარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან მობილიზებული.

”წყალტუბოში საეჭვო რეპუტაციის ადამიანები სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება აკაკი ბობოხიძე, აკაკი ბობოხიძის ძმა და ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც აკაკი ბობოხიძის ძმასთან ერთად არის შეწყალებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მუშაობენ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე. წყალტუბოში სიტუაციის ესკალაციისა და ხელოვნურად დაძაბვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“. – განაცხადა  კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

იტვირთბა....