ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები და ახლობლები დღის ბოლოს ზუგდიდში გუბერნიის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი გასცეს ამ საზარელ მკვლელობას და მკვლელი დაისაჯოს.
“ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვა” უწოდა ხურჩაში მომხდარ ფაქტს „საქართველოს ანტი საოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი წერეთელმა, რომელიც ასევე გუბერნიის შენობასთან იმყოფებოდა.
შეკრებილებთან შესახვედრად ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოსულან.
შეგახსენებთ, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გიგა ოთხოზორია.
იტვირთბა....