კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაცით BMW-ს მარკის ავტომანქანა ავტობანიდან გადავიდა, ამოტრიალდა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა, რაც ჩანს კიდეც “მეტრონომის” მიერ მოპოვებულ ფოტოზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.