ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტს ყიდულობს

„ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას კომპანია Hunnewel Partners გეგმავს, რომლის მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძეა. ამ ინფორმაციის შესახებ ჟურნალისტებს თავად  ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

“ჩვენ ახლა ვუყურებთ “ლიბერთი ბანკს”. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მისი თქმით, ეს  “ჰანიველ პარტნერსის” პროექტია. როგორც რუხაძემ განმარტა,  Hunnewel Partners-ი არ არის პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი კომპანია, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს სწორედ Hunnewel Partners-ი მართავს.

ცნობისთვის, კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტელეკომპანია „იმედი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ირაკლი რუხაძე კი, როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების განმკარგველია.

იტვირთბა....