ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აწყურის ღვთისმშობლის ხატით სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, ვარდების მოედნიდან, აწყურის ღვთისმშობლის ხატით სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში სასულიერ პირები, მრევლი და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები მონაწილეობენ.

მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

 

სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

 

 

ორი წლის წინ საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

იტვირთბა....