ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

რაზეა ნასამართლევი “ქართული ოცნების” ახალი სახე

 

ორი დღეა, რაც პოლიტიკაში ფეხი შევდგი და უკვე ბევრჯერ მკითხეს, თუ რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, – განაცხადა  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა,  მამუკა მდინარაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემი რეკომენდატორი არავინ ყოფილა. პირველი ნაბიჯი 2 თვის წინ გადავდგი და „ქართული ოცნების“ წევრებს შევუთვალე, რომ თუ ამ გუნდს ჩემი გამოცდილებით ვჭირდებოდი, მზად ვიყავი, გვერდით დავდგომოდი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მისი ნასამართლეობის შესახებ  ოპონენტების განცხადებასაც უპასუხა.

“ოპონენტები ჩვენს მიმართ ნეგატივის მოპოვებას ცდილობენ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ აპელირებენ ისინი იმ თემით, რომელიც თავის დროზე გმირობად შეფასდა. გარდა ამისა, იურიდიულად, გამართლებული პირი ნასამართლევად არ ითვლება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, 2004 წელს 2 ბათუმელი სტუდენტი ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა და მათმა უფროსმა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგობის მიუხედავად გაათავისუფლეს.

 

“ეს ყველაფერი მაშინ დანაშაულებრივ გულგრილობად შეფასდა. მე, გია ძიძიგური და ზაზა მესხი დაგვაკავეს და 10-დღიანი პატიმრობაც ვიწვნიეთ. მაშინდელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ძალიან უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა და გაგვათავისუფლეს.

რამდენიმე თვეში ზურა ადეიშვილმა ეს საქმე არამარეაბილიტირებელი გარემოების გამო შეწყვიტა. ჩვენ იმდენად მართლები ვიყავით, გავრისკეთ და ვთქვით, რომ ეს საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოს განეხილა.

მართლაც,  უზენაესის ჩათვლით,  ყველა ინსტანციის სასამართლოში ჩვენს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო: www.2030.news

იტვირთბა....