48 წლის ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი, თითქმის ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ ჩიკაგოს პოლიციამ უვლებელი იპოვა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
მომღერლის ძებნა ძალოვანებმა დღენახევრის წინ დაიწყეს. სამართალდამცველებს მისმა მეგობრებმა მიმართეს. ის სახლიდან 15 მაისს დილის 6 საათზე გავიდა და იმ დღის შემდეგ გაუჩინარდა. ვარაუდობდნენ, რომ მომღერალს შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა ან ნარკოტიკების დაგაჭარბებული დოზა მიეღო. ეს ვერსია სავარაუდოდ იმიტომ გაჩნდა, რომ ის გასულ წელს ამ დიაგნოზით საავადმყოფოში იწვა.
ო’კონორის გაუჩინარების დეტალები ცნობილი არ არის. ამაზე არც პოლიცია და არც მისი მეგობრები არ საუბრობენ.

