ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დაიმსახურა თუ არა უკრაინელმა გამარჯვება: სომხები „ევროვიზიას“ უჩივიან

75 ათასმა ადამიანმა „ევროვიზიის“ შედეგების გადახედვა მოითხოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, სომხეთის მოქალაქე არტურ ავანესიანმა პეტიცია შეადგინა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა მომღერალმა გამარჯვება არ დაიმსახურა. პეტიცია ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ გვესმის, რომ ხმის მიცემის პროცესი, რომელშიც ჟიური და მოსახელობაა ჩართული, რთული და ემოციურია, თუმცა ხელმომწერთა ოდენობა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა კონკურსის შედეგებს არ ეთანხმება და გამარჯვება მოიპოვა იმ კანდიდატმა, რომელიც ამას არ იმსახურებდა“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

უკრაინელი კონკურსანტის, ჯამალას, გამარჯვებას რუსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, კონკურსი და მისი შედეგები პოლიტიზირებულია. რუსეთში განმარტავენ, რომ რთული ეკონომიკური მდგომარების გამო, კიევს „ევროვიზია- 2017“-ის მასპინძლობა გაუჭირდება.

ცნობისთის, ევროვიზიის კონკურში მეორე ადგილი ავსტრალიელმა მომღერალმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი რუსი მომღერალი გავიდა.

იტვირთბა....