საზოგადოება

„ყველგან ვალი გვაქვს, პიზდეცია, ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყოო…” – გიორგი ყიფშიძე

 

მიმდინარე სეზონზე გიორგი ყიფშიძე სატელევიზიო პროექტებში აღარ ჩანს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუმანიშვილის თეატრში არსებული წინასაპრემიერო ორომტრიალია. სპექტაკლ “მეფე ლირის” მუშაობის პროცესში გიორგის თეატრში ვესტუმრეთ და მისი ცხოვრების წარმატებულ თუ წარუმატებელ პერიოდებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე, ოჯახზე, შვილებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხევზე ვესაუბრეთ.

ცოტა ხნის წინ ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე. ახლა რა შეიცვალა, რატომ აღარ ჩანხარ?

– ახლა მთლიანად “მეფე ლირზე” ვარ გადართული. ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. თუ “X ფაქტორს” გულისხმობ, უფროსობამ გადაწყვიტა, რომ აქაც და “ნიჭიერშიც” ერთი და იგივე სახეს სიახლე ჯობდა, რამაც ფინანსურად მაგრად დამარტყა, მაგრამ იმედია, “ნიჭიერში” ისევ მე და ვანიჩკა ვიქნებით.

ბინას რა ბედი ეწია, რომელიცცეკვავენ ვარსკვლავებმაგადმოგცა?

– შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.

თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ

– რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ “პიზდეცია”. ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო. იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს… კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. ტელევიზიას აქვს იმდენი ანაზღაურება, რომ მე მინიმალური პრობლემები არ მქონდეს და არც მქონია, როცა რაიმე პროექტში ვყოფილვარ, მაგრამ, ეს მაქსიმუმ ოთხი თვე გრძელდება.

ოჯახის სხვა წევრებთან მიმართულებითაც შეიცვალა რამე?

– ზურამ ამ სპექტაკლის გამო 20 000 დოლარზე თქვა

უარი. იმიტომ რომ, რუსეთში უნდა წასულიყო და იქ გადაეღოთ ფილმში. დროში ემთხვეოდა იმ ფილმისა და ამ სპექტაკლის გამოსვლა. გამოდის, რომ დათანხმებოდა, აქ დაწყებულ საქმეზე უარი უნდა ეთქვა და ორი თვით წასულიყო რუსეთში. აზრზე ხარ, რაზე თქვა უარი? 20 000 დოლარი, ძალიან მაგარი ფულია ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს, აქ რასაც გიხდიან, იმ ფონზე, უარი რომ თქვა, კინაღამ მოვკალი, მაგრამ რა? მერე სხვებმაც თქვეს რაღაც შემოთავაზებებზე უარი. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. თან, ბიზნესშიც არ მაქვს გამოცდილება. ხომ ხედავ, რაღაცას ხელი მოვკიდე და მოგების ნაცვლად, ზარალში გადავვარდი. ოჯახში ფულის შემომტანი ძირითადად მე და ზურა ვართ. “ქერჩში” რომ ვმონაწილეობდით, იქაც კარგი ანაზღაურება გვქონდა, მაგრამ ისიც დროებითი იყო. ამ დროებითი ფულით კიდევ, აღარ იცი, რომელი ერთი გააკეთო და რა თანხაც არ უნდა აიღო, სწორ მიმართულებას ვერ აძლევ (იცინის). ნაკლები შემოსავალი რომ იყოს, მაგრამ სტაბილური – ეს კიდევ კარგია. აბა, რვა კაცის ორი ათასი ლარით შენახვა ძალიან რთულია.

“თბილისელები”

იტვირთბა....