ორი თვის წინ ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი მერიასა და აჭარის მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, აფეთქება არჩილ ხაბაძის მძღოლის სახლში მოხდა. დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ უკანონო იყო როგორც მშენებლობა, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა შენობაში.
მათივე თქმით, საქმის გარკვევა მთავრობის ინტერესებში არ შედის. ოჯახები ექსპერტიზის დასკვნას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც გაირკვევა, აღდგება თუ არა საცხოვრებელი. მანამდე კი მერიას ქირით გაყვანის დაკისრებულ ვალდებულებას ახსენებენ.
როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, ოჯახებს ქირის თანხა დღესვე დაერიცხებათ. სახლი კი აღდგენას ექვემდებარება, სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყება და ამისთვის გამოყოფილია 16 ათასი ლარი.