ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნინო ბურჯანაძეს კაბელების საქმეზე კითხვის ნიშნები აქვს

 

“რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანის ციხეში მოხვედრა სამწუხაროა, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან უბრალოდ არ ვიცი საფუძველი როგორია. საჭიროა, ვიცოდე საქმის დეტალები, კითხვის ნიშნები ყოველთვის ჩნდება“.- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ე.წ „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულებისთვის 7-წლიანი პატიმრობის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

ბურჯანაძე “თავისუფალ დემოკრატებს” ძველ დროს ახსენებს და ამბობს, რომ მათი პოზიცია ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პერიოდში ბუნდოვანი იყო.

ჩვენ როცა აქციები გვქონდა, მაშინ, როდესაც ათიათასობით ადამიანი იჯდა უკანონოდ, რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ჩვენ უხარისხო ქართველები გვიწოდეს. მე ამით არავის ნიშნის მოგებას არ ვცდილობ, არავის ციხეში ყოფნა არ შეიძლება გაგეხარდეს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ადამიანები სიმართლისთვის იბრძვიან, თუნდაც შენ იმ ადამიანების მიმართ, რაიმე პრეტენზია გაგაჩნდეს“. – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....