აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის თქმით, იგი ესპანეთში 12 დეკემბერს დაბრუნდება

კატალონიელმა სეპარატისტმა და რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ბელგიაში თითქმის ათწლიან ნებაყოფლობით გადასახლებას დაასრულებს და ესპანეთში 12 დეკემბერს, საყოველთაო არჩევნების შემდეგ, დაბრუნდება.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პუჩდემონის მიმართ ამნისტიის კანონი გამოიყენა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრიუსელიდან ტელევიზიით გადაცემულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 17 დეკემბერს  კატალონიის დამოუკიდებლობისთვის განახლებული კამპანიის შესახებ წინადადებას წარადგენს.

“დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, კატალონიაში, ისე, რომ მათთვის [ესპანეთის ხელისუფლებისთვის] ნებართვის ან პატიების თხოვნა არ დამჭირდება და ისე, რომ არაფრის დათმობა არ მომიწია”. – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, 2018 წელს პუჩდემონის მიერ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებდა. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

2024 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტია იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ პარტიასა და კატალონიელ სეპარატისტულ ჯგუფებს, მათ შორის, პუჩდემონის პარტიას შორის დაიდო.

იტვირთბა....