აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს – მარკ რუტე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიხსენა წარსულში განხორციელებული სამხედრო თავდასხმები: ავღანეთზე 1979 წელს, საქართველოზე 2008 წელს და უკრაინაზე  2014 წელს.

მარკ რუტეს შეფასებით, NATO „უაღრესად ძლიერია“, თუმცა ალიანსის გაძლიერება კვლავ უნდა გაგრძელდეს. 

„ეს არის ძალაზე დაფუძნებული მშვიდობა“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....