აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანთან და საუდის არაბეთთან “მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება” ოფიციალურად დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამით თურქეთმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი დაასრულა.

სამმა ქვეყანამ ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას ხელი აგვისტოში, მექაში მოაწერა. დღეს და ხვალ მხარეებს შორის ისლამაბადში შეხვედრებია დაგეგმილი.

შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა ყველა მხარეზე თავდასხმად მიიჩნევა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა გასულ თვეში Reuters-ს განუცხადა, რომ თურქეთი პარლამენტს ასევე წარუდგენდა მანდატს, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში საუდის არაბეთში სამხედრო მოსამსახურეების განთავსების უფლებას იძლევა.

იტვირთბა....