აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ხარკოვში, საცხოვრებელ სახლზე იერიშს კი ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა 26 ნოემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის სამიზნე დესნიანსკის რაიონში მდებარე სამრეწველო ზონა იყო.

დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სამრეწველო ზონაში ხანძრები გაჩნდა.

რუსეთის ჯარებმა საჰაერო იერიშები უკრაინის სხვა ქალაქებზეც მიიტანეს. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ხარკოვში, საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....