რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში დრონებით თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანას დაესხნენ თავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდის.
ღამის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები და გუბერნატორი ქალაქის სამრეწველო ზონაზე დრონებით თავდასხმებისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანა „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც „ევროქიმის“ ჯგუფში შედის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ძმარმჟავას აწვდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, საწარმო ასევე ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მიმართულებით.

