სერბეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეორე შვილს, ალი (ზელიმჰან) კადიროვს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ ნავალნის დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი იტყობინება, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება სერბეთის ოფიციალურ მაცნეში იპოვა.
ალი კადიროვმა სერბეთის პასპორტი 2025 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში მიიღო. დოკუმენტი “განსაკუთრებული დამსახურებისთვის” ფიქტიურ სახელზე – ალი მუსაევზე გაიცა. ფონდის ინფორმაციით, ის იმავე სახელზე გაცემულ საიდუმლო რუსულ პასპორტსაც ფლობს, რომელსაც კერძო თვითმფრინავებით საზღვარგარეთ გასაფრენად წლების განმავლობაში იყენებდა.
ფონდის ცნობით, სერბეთის ხელისუფლებამ პასპორტები ასევე გასცა შემდეგ პირებზე
ფონდმა სერბეთის ხელისუფლებას ალი კადიროვისთვის სერბეთის პასპორტის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართა.
Meduza-ს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სერბეთი საზღვარგარეთ გადამსვლელი რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა.
სერბეთის პასპორტი რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იძლევა.
ცნობისთის, 2026 წლის დასაწყისში სერბეთმა მოქალაქეობა იაკუბ ზაქრიევს – ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დისშვილსა და კომპანია “დანონ რუსეთის” გენერალურ დირექტორს – მიანიჭა. მას შემდეგ, რაც მედიამ განკარგულებაზე ყურადღება გაამახვილა, სერბეთის ხელისუფლებამ ზაქრიევისთვის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილება გააუქმა.

